ერთ დღესაც, როდესაც ქარი დაუბერავს მზით გამთბარ მწუხრში ჩაძირულ მთებს და ნისლი გადაფარავს სამყაროს, ჩემი სულის აშლილი სიმები ქარივით აიწეწებიან, ერთმანეთში აიხლართებიან და დაიწყებენ წრიალს, სწორედ ესეთ დღეს, სწორედ ამ განცდით ვგრძნობ თავს "ცოცხლად"
ვგრძნობ რომ ვსუნთქავ...
ჩემს სულში დაბუდებული ქარი და ნისლი ხომ მზით გამთბარ დღეებს დაუბერავს და გადაფარავს.
მე მოვალ შორიდან
მოვიტან ქაოს
უსასრულობას
ბურუსს გამეფებულს წყვდიადში...
გაივლიან წუთები
საათები
დღეები
წლები და ქარი კვლავ ინავარდებს გაშლილ სივრცეში,
მისწვდება მიუწვდომელს, გადაუქროლებს მთებს, მდინარეებს, ზღვებსა და ოკიანეებს, წამოშლის ტალღებს, ააშრიალებს ფოთლებს და მოგლეჯს უმოწყალოდ - მარტოდ მდგარ ხეს, რათა ქარი გაზვიადდეს თავისი სიძლიერით, დაუდგომლობითა და დაუმორჩილებლობით ...
ქარი და მე ...
მე და ქარი ...
ჩემი ფიქრები ქარივით ირევიან ჩემს სამფლობელოში-ჩემს შიგნით.
ქარი და ჩემი ფიქრები თითქოს გვანან კიდეც ერთმანეთს ...
მე მიჭირს მათი დინების შეკავება, რომელებიც წალეკვით მემუქრებიან,
როგორც ეულად მდგარ ხეს...
